1777057348
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის სამხრეთით სროლის დროს „ჰეზბოლას“ 6 წევრი დაიღუპა
სამხრეთ ლიბანის ქალაქ ბინტ ჯბეილში „ჰეზბოლას“ ექვსი მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები იუწყებიან.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მედესანტე ბრიგადის ჯარისკაცებმა შეიარაღებულ პირებს მათი იდენტიფიცირების შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 მათგანი მოკლეს. ცოტა ხნის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იერიში მიიტანეს შენობაზე, სადაც დაჯგუფების წევრები იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც დანარჩენი 4 ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტის შედეგად ისრაელელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.
ისრაელის თავდაცვის ძალები ინციდენტს „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას“ უწოდებს.