1755881534
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ ლიბანში, დრონების დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL გვაწვდის.
დღეს, 22 აგვისტოს დილას ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანს, კონკრეტულად კი, აიტა აშ-შაბს დაესხნენ თავს, სადაც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა. როგორც ისრაელი იუწყება, მოკლული მონაწილეობას იღებდა ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში საჰაერო დარტყმების შედეგად, „ჰეზბოლას“ 230-ზე მეტი წევრია მოკლული.
ისრაელი დაჯგუფებას ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.