Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი: ისრაელის ძალები გააგრძელებენ გადამწყვეტ მოქმედებას ლიბანში და მზად არიან სწრაფი შეტევისთვის, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა

ისრაელის სამხედროების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ დაკავებული ბოფორტის ციხის ტერიტორია დაათვალიერა, მათ შორის „ჰეზბოლას“ ძირითადი გვირაბების სისტემა, რომელიც ქედის ქვეშაა აშენებული. 

ზამირმა განაცხადა, რომ ბოფორტის ქედი სტრატეგიული ტერიტორიაა, რომელიც „გაჯერებულია ტერორისტული ინფრასტრუქტურით“.

„ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამ“, რომელსაც ირანი აფინანსებს და მართავს, ათწლეულების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა მარშრუტები ააგო, რათა ჩრდილოეთის თემებისთვის საფრთხე შეექმნა. ჩვენი ძალები ამჟამად აკონტროლებენ მიწისზედა ძირითად რელიეფს და მიწისქვეშა მარშრუტებს“, - აღნიშნა მან. 

ზამირის თქმით, ლიბანის არმიას „მოეთხოვება, შეასრულოს ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება და იმოქმედოს „ჰეზბოლას“ ტერორისტებისგან ტერიტორიის გასაწმენდად“, რითაც მიანიშნა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლის მიღმაა.

„ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ გადამწყვეტ მოქმედებას ლიბანის ტერიტორიაზე არსებული საფრთხეების მოსაშორებლად და მზად არიან სწრაფი შეტევისთვის, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა“, - დასძინა მან.