Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური: ისრაელი მზადაა ბრძოლა ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ განაახლოს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ სამხედროები მაღალ მზადყოფნაში რჩებიან და მზად არიან ბრძოლა ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ განაახლონ.

მისი თქმით, ისრაელი ჩრდილოეთ დასახლებების თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ლიბანში ინტენსიურ ბრძოლებშია ჩართული.

„7 ოქტომბრის ჯოჯოხეთის შემდეგ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სამხედრო ძლიერების აღსადგენად.  ჩვენ ლიბანში ინტენსიურ ბრძოლებს ვაწარმოებთ ჩრდილოეთის თემების თავდაცვის გასაძლიერებლად. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები მზადყოფნის მაღალ რეჟიმშია და მზადაა ბრძოლას ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს“, - აღნიშნა ეიალ ზამირმა.