1757448194
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური: ჰამასის ლიდერებზე თავდასხმა აჩვენებს, რომ ისრაელი „ანგარიშს გაუსწორებს ჩვენს მტრებს“ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ისრაელი „ანგარიშს გაუსწორებს ჩვენს მტრებს“ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„ესენი არიან ტერორისტები, რომელთა ერთადერთი მისწრაფება იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მისიის შესრულებას ყველგან, ნებისმიერ მანძილზე, რათა ანგარიშები გავუსწოროთ ჩვენს მტრებს. ჩვენ არ მოვისვენებთ და არ გავჩუმდებით, ვიდრე ჩვენს მძევლებს არ დავაბრუნებთ და „ჰამასს“ არ დავამარცხებთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.