Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური აცხადებს, რომ ლიბანთან მიღწეული „ისტორიული“ შეთანხმება სამხედრო მიღწევების წყალობით შედგა

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ლიბანთან გაფორმებული შეთანხმება „ისტორიული და მნიშვნელოვანი“ არის და მის მიღწევას საფუძველი ისრაელის სამხედრო წარმატებებმა შეუქმნა.

„ჩვენ პატივს ვცემთ შეთანხმებას და ვიმუშავებთ მისი წარმატებით განხორციელებისთვის. ახლა მთავარი გამოცდა ორივე მხარის ქმედებებია და მომდევნო პერიოდი განსაზღვრავს, როგორი იქნება მომავალი“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი.

როგორც მედია წერს, ზამირმა ჩრდილოეთის სარდლობა მოინახულა, სადაც ლიბანში სამომავლო ოპერაციების გეგმები დაამტკიცა. შეთანხმების ფარგლებში, IDF ლიბანის ტერიტორიიდან ნაწილობრივ გაიყვანს საკუთარ ძალებს.