1775237531
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანსა და ბეირუთზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ თეირანში საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყეს.
მათივე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 70-ზე მეტი დარტყმა განახორციელა, რომელთა სამიზნეც ბალისტიკური რაკეტების გაშვების ლოკაციები და უპილოტო საფრენი აპარატები იყო.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ ბეირუთის ნაწილების დაბომბვაც დაიწყეს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დღის განმავლობაში ირანიდან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა.