1732268803
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაური
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უშიშროების სამსახურის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა საჰაერო იერიშის დროს პალესტინის ისლამური ჯიჰადის უფროსი მეთაური მოკლეს.
სამხედროების ცნობით, ხალედ აბუ დექა, რომელიც ისლამური ჯიჰადის სარაკეტო ქვედანაყოფს მეთაურობდა, 20 ნოემბერს ღაზას ცენტრალური ნაწილში, დეირ ალ-ბალაჰის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF-ის) ცნობით, აბუ დექა დეირ ალ-ბალაჰში ისრაელის მიერ განსაზღვრული ჰუმანიტარული ზონიდან მოქმედებდა.
„აბუ დექა პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბრის თავდასხმისა და ომის დროს ისრაელის მისამართით განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე და მონაწილეობდა მრავალ სხვა თავდასხმაში ისრაელისა და IDF-ის ჯარების წინააღმდეგ“, - აცხადებენ სამხედროები.