Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტების ფილიალები დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის მასშტაბით საჰაერო დარტყმები განახორციელეს „ალ-ქარდ ალ-ჰასანის“ ასოციაციის ფილიალების წინააღმდეგ, რომლებსაც, როგორც ცნობილია, „ჰეზბოლა“ ფინანსების სამართავად იყენებდა.

დარტყმების დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ევაკუაციის გაფრთხილებები გაავრცელეს. დარტყმები „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტის ღამეს რამდენიმე რაკეტის გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

სამხედროები აცხადებენ, რომ „ალ-ქარდ ალ-ჰასანს“ „ჰეზბოლა“ ფულის შესანახად, თავისი წევრებისთვის ხელფასების სამართავად, ირანიდან თანხების გადარიცხვისთვის და იარაღის შესაძენად იყენებდა.

„ჰეზბოლას“ ეკონომიკური რეაბილიტაციის მცდელობები და „ალ-ქარდ ალ-ჰასანის“ ასოციაციის ფილიალების საქმიანობა საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.