Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის უფროსი: ჰეზბოლაზე დარტყმები გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის უფროსი, გენერალ-მაიორი რაფი მილო აცხადებს, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღამით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები ისროლა.

„ჩვენ მზად ვართ როგორც თავდაცვით, ასევე, შეტევისთვის. „ჰეზბოლას“ მიერ რაკეტების გაშვებიდან მალევე, გეგმის შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ დარტყმების პირველი ფართომასშტაბიანი ტალღა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში, რომლის სამიზნეც შტაბ-ბინები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმები გრძელდება, მათი ინტენსივობა გაიზრდება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის უფროსმა.