Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალები: თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაიბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დროს ირანის ათობით სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 170-ზე მეტი ბომბი გამოიყენეს. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალების“ შტაბ-ბინა თეირანში, საზენიტო რაკეტების წარმოებისა და შენახვის ობიექტები ისპაჰანში და სამხედრო ინფრასტრუქტურა შირაზში.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, დარტყმები ომის ახალი ეტაპის ნაწილია.