Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალები საუდის არაბეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვას ეწინააღმდეგება

17 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის პოლიტიკურ ეშელონს ოფიციალური პოზიციის დოკუმენტი წარუდგინეს, რომელშიც ისრაელის საჰაერო ძალებმა აშკარა წინააღმდეგობა გამოთქვეს აშშ-ის მიერ საუდის არაბეთისთვის თანამედროვე F-35 გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით.

დოკუმენტის თანახმად, ისრაელის საჰაერო უპირატესობა, შესაძლოა, შესუსტდეს, თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს მოწინავე სტელს-საჰაერო ხომალდები ექნებათ, რასთან დაკავშირებითაც ისრაელმა წარსულში რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება.

როგორც  მედია წერს, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც F-35-ები აქვს არსენალში, ამჟამად 45 ასეთი თვითმფრინავი ექსპლუატაციაში აქვს და კიდევ 30 შეკვეთილია.

17 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი საუდის არაბეთს F-35 გამანადგურებლებს მიჰყიდის.

მედიის ცნობით, მაშინაც კი, თუ გაყიდვა განხორციელდება, პირველი თვითმფრინავის მიწოდებას, სავარაუდოდ, სულ მცირე შვიდი წელი დასჭირდება.