1772729062
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„სიცოცხლე გადაირჩინეთ და თქვენი საცხოვრებლები დაუყოვნებლივ დატოვეთ. ფრთხილად იყავით, სამხრეთისკენ მოძრაობა აკრძალულია. სამხრეთისკენ ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება თქვენი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს ჩვენ გაცნობებთ თქვენს სახლებში დაბრუნების უსაფრთხო დროს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი ლიბანის დედაქალაქის სამხრეთში მდებარე „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად რაიონებზე იერიშს გეგმავს.