1773389305
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ ბეირუთის სამხრეთი გარეუბნები
ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ მოუწოდებს ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენია.
„თქვენი უსაფრთხოების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია და არ დაბრუნდეთ ამ უბნებში შემდგომ შეტყობინებამდე“, - განაცხადა არმიის პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ავიჩაი ადარიმ.
ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჰიეში „ჰეზბოლას“ ათობით სამიზნე დაბომბა და არაერთხელ მოუწოდა ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ.