ისრაელის თავდაცვის ძალები: იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, გერმანიამ და საფრანგეთმა ღაზაში 90 ჰუმანიტარული პაკეტი ჩაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, გერმანიისა და საფრანგეთის თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში საკვებით სავსე 90 ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი ჩაუშვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო გზით დახმარების ჩაშვება „პოლიტიკური ეშელონის დირექტივების შესაბამისად და ისრაელსა და ჩართულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში“ განხორციელდა.
სამხედროების თქმით, აღნიშნული ოპერაცია „ღაზას სექტორში ჰუმანიტარული რეაგირების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებების სერიის“ ნაწილია.
„ისრაელის თავდაცვის ძალები საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული რეაგირების გასაუმჯობესებლად, ამავდროულად, უარყოფს ღაზაში განზრახ შიმშილობის შესახებ ცრუ ბრალდებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.