1784204428
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად „ჰამასის“ იარაღის საწყობები განადგურდა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული იერიშების შედეგად „ჰამასის“ ოთხი იარაღის საწყობი განადგურდა.
სამხედროების ცნობით, „ჰამასი“ ამ ობიექტებს ავტომატების, RPG-ების, ყუმბარების, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შესანახად იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, იარაღი „საფრთხის მოსაშორებლად“ განადგურდა.