1776872740
უცხოეთი
ისრაელის თავდასხმის შედეგად ჟურნალისტი დაშავდა - ევაკუაციის პროცესში წითელი ჯვარი ჩაერთო
ისრაელის თავდასხმამ სამხრეთ ლიბანის ქალაქ ატ-ტირიში ადგილობრივი მედიის ჟურნალისტების ავტომობილი დააზიანა - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
Al-Akhbar-ის ჟურნალისტები ამალ ხალილი და ზეინაბ ფარაჯი ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ, როდესაც ისრაელის მხრიდან დამატებითი იერიშები განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად, მათი ავტომობილი დაზიანდა და დამოუკიდებლად ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჟურნალისტი მსუბუქად არის დაშავებული. ჟურნალისტების ევაკუაციის პროცესში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.