ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, - აღნიშნულ ინფორმაციას ირანული მედია პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
როგორც ირანული მედია იტყობინება, დაღუპულია გოლამრეზა მეჰრაბი - ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში და მეჰდი რაბანი - შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე ოპერატიულ ნაწილში.
ALERT:
— The Khorasan Diary (@khorasandiary) June 14, 2025
Iran’s Media reports killing of two senior military officials, Sardar Gholamreza Mehrabi and Mehdi Rabbani in Israeli attacks. Mehrabi was Deputy Chief of Intelligence and Rabbani was Deputy Chief of Operations at Armed Forces General Staff. pic.twitter.com/JDkoOEYpD5
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.