Loading data...
ისრაელის სამხედროებმა გამოაქვეყნეს ირანის თავდაცვის მაღალჩინოსნების სია, რომლებიც საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლნენ

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების დროს რეჟიმის თავდაცვის ხელმძღვანელობა „გაანეიტრალეს“.

სამხედროების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ალი შამხანი, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური მოჰამედ პაკპური და თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ამ სამი თანამდებობის პირის და სხვა პირების ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, ლიკვიდირებულები არიან.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის სამხედროების განცხადებაში არაფერია ნათქვამი ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის შესახებ. ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლებამ თეირანში, მისი რეზიდენციის ნანგრევებიდან ამოასვენა.