Loading data...
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. 

თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის მხრიდან დღეს ეს მეშვიდე შეტევაა.

მათივე განცხადებით, თავდასხმის სამიზნე სამხრეთ ისრაელი იყო, განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ ადამიანებმა თავშესაფრებს შეაფარეს თავი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება.

„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მოხდება. მაგრამ ახლა, როცა მთელი რეჟიმის ცვლილება მოხდა, რომელსაც სათავეში სხვები, უფრო ჭკვიანები და ნაკლებად რადიკალიზებულები ჩაუდგნენ, შესაძლოა, რამე რევოლუციური, შესანიშნავი მოხდეს.

ვინ იცის? ამას დღეს საღამოს გავიგებთ, რაც მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი!“ - წერს ტრამპი.