Loading data...
ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებელი დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ოფისები დაბომბეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

ისრაელის იერიშის გამო სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყდა, ტელეწამყვან კი სტუდია დატოვა. 

მანამდე, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა გამოსცეს ევაკუაციის გაფრთხილება თეირანის იმ რაიონისთვის, სადაც IRIB-ის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გამარჯვების გზაზე დგას და თეირანის ცას აკონტროლებს.