Loading data...
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის ნაბიჯებს სათანადოდ ვუპასუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ევროკომისიის მიერ ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ზომებს „მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებულს“ უწოდებს.

საარი აცხადებს, რომ ქვეყანა ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის ნაბიჯებს სათანადოდ უპასუხე.

„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, კომისართა საბჭოს რეკომენდაციები მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებულია და იმედია, ისინი ისევე არ იქნება მიღებული, როგორც აქამდე ხდებოდა. ისრაელის წინააღმდეგ ქმედებები თავად ევროპის ინტერესებს დააზარალებს.

ევროპაში მეგობრების დახმარებით ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას მისთვის ზიანის მიყენების მცდელობების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ომში მონაწილეობის პარალელურად. ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ვუპასუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.