Loading data...
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჯოზეფ ბორელი ანტისემიტი და ისრაელის მოძულეა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს. 

ისრაელ კაცის თქმით, ბორელი მუდმივად ცდილობს მიიღოს ევროკავშირის რეზოლუციები და სანქციები ისრაელის წინააღმდეგ.

„ჯოზეფ ბორელი ანტისემიტი და ისრაელის მოძულეა. ის მუდმივად ცდილობს მიიღოს რეზოლუციები და სანქციები ისრაელის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა ბლოკავს. 

არსებობს განსხვავება ლეგიტიმურ კრიტიკასა და პოლიტიკის უთანხმოებას შორის, რაც ნორმალურია მეგობრებს შორის, ხოლო ანტისემიტური, სიძულვილით სავსე კამპანია, რომელსაც ბორელი ეწევა ისრაელის წინააღმდეგ მოგვაგონებს ისტორიის ყველაზე საშინელ ანტისემიტებს. 

ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ის მათ უერთდება ისრაელის საწინააღმდეგო ინიციატივებში.

ბატონო ბორელ, ისრაელის სახელმწიფო მარადიულად იარსებებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ხოლო თქვენ და თქვენი მემკვიდრეობა დავიწყებული იქნებით“, - წერს X-ზე ისრაელ კაცი.