1773763311
უცხოეთი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის რეჟიმის დამხობა მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდეონ საარის განცხადებით, ირანის რეჟიმის დამხობა მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია.
„ჩვენი ქმედებები ირანის რეჟიმის რეპრესიულ მექანიზმს ასუსტებს. მისი დამხობა კი მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია. თუმცა, გარედან დახმარების გარეშე, ირანელი ხალხი საკუთარი თავის გათავისუფლებას ვერ შეძლებს“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.