1765722912
უცხოეთი
ისრაელის პრეზიდენტმა სიდნეიში სროლის შემდეგ ავსტრალიის მთავრობას მოუწოდა, იბრძოლოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გმობს სიდნეის ბონდის სანაპიროზე ხანუქას აღნიშვნის დროს ებრაელთა ჯგუფზე განხორციელებულ „სასტიკ“ თავდასხმას და მოუწოდებს კანბერას, ებრძოლოს „ანტისემიტიზმის უზარმაზარ ტალღას“.
„ჩვენს დებს და ძმებს სიდნეიში, ავსტრალიაში თავს დაესხნენ ბოროტი ტერორისტები – ეს არის სასტიკი შეტევა ებრაელებზე. ავსტრალიის მთავრობას მოვუწოდებ, მიიღონ ზომები და ებრძოლონ ავსტრალიის საზოგადოებაში არსებული ანტისემიტიზმის უზარმაზარ ტალღას“, – განაცხადა ჰერცოგმა.
ცნობისთვის, სიდნეის ბონდის სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულზე შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 30 დაიჭრა.