Loading data...
ისრაელის პრეზიდენტი ვატიკანში პაპ ლეო XIV-ს შეხვდება

ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციის ცნობით, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ხუთშაბათს, 4 სექტემბერს, ვატიკანში გაფრინდება, რათა პაპ ლეო XIV-ს შეხვდეს. ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს. 

ჰერცოგის ოფისის ცნობით, წმინდა საყდრის მიერ ინიციირებული ერთდღიანი ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ღაზადან მძევლების დაბრუნების ძალისხმევაზე, მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების დაცვაზე.

ის ასევე შეხვდება ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს და ეწვევა ვატიკანის ბიბლიოთეკას.

ჰერცოგი მაისში პაპ ლეოს ინაუგურაციას დაესწრო.