ისრაელის პრეზიდენტი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე: ეს სამწუხარო დღეა მათთვის, ვინც ნამდვილ მშვიდობას ეძებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი კანადის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „სამწუხარო დღეა“ მათთვის, ვინც ნამდვილ მშვიდობას ეძებს.
„ეს არცერთ პალესტინელს არ დაეხმარება, არცერთი მძევლის გათავისუფლებაში არ დაგვეხმარება და არც ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის რაიმე შეთანხმების მიღწევაში დაგვეხმარება. ეს მხოლოდ სიბნელის ძალებს გააძლიერებს“, - დაწერა ისრაელის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე.
„7 ოქტომბრის სისასტიკის შემდეგ, მაშინ, როდესაც „ჰამასი“ აგრძელებს ტერორის კამპანიას და 48 მძევლის სასტიკად დაკავებას ღაზას გვირაბებსა და საპყრობილეებში, ზოგიერთი ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, გასაკვირი არ არის, რომ „ჰამასი“ სიხარულით ესალმება“, - ნათქვამია ჰერცოგის პოსტში.
After the atrocities of October 7, while Hamas continues its campaign of terror, and while it continues to cruelly hold 48 hostages in the tunnels and dungeons of Gaza, the recognition of a Palestinian state by some nations today is, not surprisingly, cheered by Hamas.
— יצחק הרצוג Isaac Herzog (@Isaac_Herzog) September 21, 2025
It will…