1750092652
უცხოეთი
ისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს

ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის განცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს.
„საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენების მიმდინარეობა ირანშიც. ყოველივე ამის შემდეგ, ირანელი ხალხი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩაგრული, და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მათ ყელში ამოუვიდათ ეს, და ეს მათი შანსია ადგნენ და შეცვალონ რეჟიმი“, - განუცხადა ჰერცოგმა CNN-ს.
ამასთან, მანვე დასძინა, რომ რეჟიმის შეცვლა არ არის ისრაელის კამპანიის ერთ-ერთი მიზანი.
„ჩვენი მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება“, - დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.