Loading data...
ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“, შესაძლოა, არ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, თუმცა შემდეგ ისრაელი იმოქმედებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“, შესაძლოა, არ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას.

„თუ ეს არ მოხდება, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის სრულად დაუჭერს მხარს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების განხორციელებაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას მარტივი გზით დავასრულებთ და არა რთული გზით. ახლა პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ღაზას სექტორის დემილიტარიზაციასა და „ჰამასის“ განიარაღებაზე მოლაპარაკებები განხორციელდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა არ იყო ჩართული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით.