1751961925
უცხოეთი
ისრაელის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ისრაელის საბოლოო მიზანი ღაზაში „ჰამასის“ გაქრობაა

„ისრაელის საბოლოო მიზანი ღაზაში „ჰამასის“ გაქრობაა“, - აცხადებს ვაშინგტონში მყოფი ისრაელის მაღალი რანგის ჩინოვნიკი.
როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, შესაძლოა, ისრაელმა ღაზაზე კონტროლი დროებით დაამყაროს.
„ჰამასი“ დაშლილია. მან იარაღი დაყარა. მისი ხალხი დანებდა. ლიდერები გადაასახლეს. სხვა ძალამ დაიკავა ტერიტორია“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.