Loading data...
ისრაელის მიერ მხარდაჭერილი პალესტინური მებრძოლი ორგანიზაციის ლიდერი: „ჰამასი“ იარაღის ჩაბარებას არ დათანხმდება

ისრაელის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფების მეთაურმა ჰუსამ ალ-ასტალიმ, რომელიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ იბრძვის, The Times of Israel-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის განხორციელებაზე უარი უნდა თქვას, რადგან „ჰამასი“ იარაღს არასდროს ჩააბარებს.

„არა მგონია, შეთანხმება ძალაში შევიდეს. „ჰამასი“ არ დათმობს მის მფლობელობაში არსებულ იარაღს. იმედი მაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება, მაგრამ „ჰამასის“ გარეშე. „ჰამასი“ ამას არ დათანხმდება. „ჰამასმა“ იცის, რომ თუ იარაღს ჩააბარებს, ხელისუფლებაში აღარ იქნება“, - განაცხადა ალ-ასტალიმ.

ალ-ასტალის მილიცია ხან-იუნისის ტერიტორიაზე ისრაელის ლოგისტიკური და სამხედრო მხარდაჭერით მოქმედებს. გასული წლის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, მილიცია პერიოდულად „ჰამასთან“ ბრძოლას აგრძელებდა.