Loading data...
ისრაელის მედიის ცნობით, კატარი ტრამპის თხოვნით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს შეასრულებს

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კატარი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ცენტრალურ მოთამაშედ იქცა“, - აცხადებს Channel 12-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით.

ჟურნალისტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზეწოლა მოახდინა კატარის ემირზე შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიზე, რათა თეირანთან მოლაპარაკებებში დახმარებოდა.

დოჰა ერიდებოდა ჩარევას, მაგრამ კვირების განმავლობაში ზეწოლის შემდეგ საბოლოოდ დათანხმდა, დასძინა რავიდმა.

მისივე თქმით, პაკისტანი მოლაპარაკებებში კვლავ მთავარი შუამავალია და რომ კატარი ისლამაბადის „ზურგს უკან არ მოქმედებს“, არამედ უერთდება რეგიონულ ძალისხმევას აშშ-სა და ირანს შორის გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად.

8 მაისს კატარის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს შეხვდა, რათა აშშ-ირანის მოლაპარაკებები განეხილათ.

კატარი, რომლის ხელმძღვანელობაც ტრამპთან დაახლოებულად მიიჩნევა, ცენტრალური შუამავალი იყო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში.