1773568965
უცხოეთი
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: ირანში კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში 108 ადამიანი გადაიყვანეს
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 108 დაშავებული გადაიყვანეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, ორი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 96-ის - დამაკმაყოფილებელი. ცხრა ადამიანს შფოთვითი აშლილობის გამო მკურნალობა ჩაუტარდა.
სამინისტრო დაზიანებების გამომწვევ მიზეზებს არ აკონკრეტებს.
სამინისტრო, ასევე, აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, საავადმყოფოებში 3 195 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 81 ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე, სამხედროებს.