Loading data...
ისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ

„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა განაცხადა. 

„ჩვენ დავასრულეთ მნიშვნელოვანი თავი, მაგრამ ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა. ჩვენ შევდივართ ახალ ფაზაში, რომელიც ეფუძნება მიმდინარე ოპერაციის მიღწევებს. ჩვენ წლებით უკან დავწიეთ ირანის ბირთვული პროექტი და იგივე ეხება მის სარაკეტო პროგრამასაც“, - განაცხადა ზამირმა და დასძინა, რომ ახლა ყურადღება ღაზაზე გადადის, რათა მძევლების სახლში დაბრუნება მოხერხდეს. 

„ახლა ყურადღება ღაზაზე გადადის, რათა მძევლები დავაბრუნოთ სახლში და „ჰამასის“ მმართველობა დავამხოთ“, - განაცხადა ისრაელის გენერალური შტაბის მეთაურმა.