ისრაელის ძალები აცხადებენ, რომ თეირანში ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრი და საჰაერო თავდაცვის ქარხანა დაბომბეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 13-14 მარტის ღამეს თეირანის რაიონში განხორციელებული დარტყმების ტალღის დროს მათ გაანადგურეს ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრი და ქარხანა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში გამოიყენებოდა.
სამხედროების თქმით, დარტყმების ტალღის ფარგლებში, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქში „ირანის ტერორისტული რეჟიმის ათობით ინფრასტრუქტურულ ობიექტზე“ იერიში მიიტანეს.
სამიზნეებს შორის იყო ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრი, რომელიც, სამხედროების თქმით, „შეიცავდა სტრატეგიულ ლაბორატორიებს, რომლებიც გამოიყენებოდა სამხედრო თანამგზავრების კვლევისა და განვითარებისთვის სხვადასხვა მიზნით, მათ შორის თვალთვალისთვის, დამიზნებისთვის და ახლო აღმოსავლეთში არსებული სამიზნეებისკენ ცეცხლის მიმართვისთვის“.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ ირანის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის გამოყენებული რამდენიმე ობიექტი დაბომბეს, მათ შორის „ცენტრალური ქარხანა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა „მნიშვნელოვნად ამცირებს ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობას, აღადგინოს თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემა“.
Iranian Space Research Center (ISRC) was bombed tonight. The center is responsible for various space activities of Iran including development of satellites, space propulsion and tests of space components. pic.twitter.com/Sq7qjvSRiw
— Tal Inbar (@inbarspace) March 13, 2026