Loading data...
ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს 1 კვირის განმავლობაში

ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა El Al-მა განაცხადა, რომ მან შეაჩერა ყველა ფრენა თელ-ავივიდან მოსკოვის მიმართულებით 1 კვირის განმავლობაში.

„მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში ავიაკატასტროფა მოხდა და ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ.