ისრაელის არმიამ იემენის საზღვაო პორტი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენში ჰოდეიდას პორტსა და ბეტონის ქარხანაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს იყო საპასუხო დარტყმა „ჰუსიტების“ მიერ ბენ გურიონის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჰუსიტები ჰოდეიდას პორტს ირანული იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა ტერორისტული მიზნებისთვის იყენებენ.
ბაჯილში მდებარე ბეტონის ქარხანა „ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენს და გამოიყენება გვირაბებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის“, - განაცხადეს სამხედროებმა და დასძინეს, რომ დარტყმები „რეჟიმის ეკონომიკისა და მისი სამხედრო ძალისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.“