Loading data...
ისრაელის არმია, ღაზაში დაგეგმილი გაფართოებული შეტევისთვის, რეზერვისტების გაწვევას იწყებს

ისრაელის სამხედროებმა ღაზაში ოპერაციების „გაძლიერებისა და გაფართოების“ მიზნით, ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ისინი ზრდიან ზეწოლას ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნებისა და „ჰამასის“ მებრძოლების დამარცხების მიზნით.

ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ ისინი იმოქმედებენ ახალ ტერიტორიებზე და გაანადგურებენ ყველა ინფრასტრუქტურას როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა სივრცეში.

მანამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა, ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოება დაამტკიცა.

თუმცა, ცნობების თანახმად, ეს მომავალ კვირას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეგიონში ვიზიტის შემდეგ მოხდება.

ისრაელის არცერთი მძევალი არ გათავისუფლებულა მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაახლა შეტევა 18 მარტს, „ჰამასთან“ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ.