ისრაელი კანადის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, უარი თქვას ნეთანიაჰუს დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის აღსრულებაზე

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მოუწოდა, უარი თქვას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებაზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა.
„ჩვენ გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრმა კარნიმ უნდა გადახედოს ამ ვალდებულებას და მიესალმოს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსა და დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, კანადაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრესსპიკერმა შოშ ბედროსიანმა.
„ბლუმბერგთან“ ინტერვიუში კარნის ჰკითხეს, შეასრულებდა თუ არა ის თავისი წინამორბედის, ჯასტინ ტრიუდოს, ვალდებულებას, დააკავოს ნეთანიაჰუ ომის დანაშაულების ბრალდებით, რაზეც კარნიმ უპასუხა „დიახ“.
ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.