1775372303
უცხოეთი
ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის აშშ-ის თანხმობას ელოდება
ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება, თუმცა აშშ-ისგან „მწვანე შუქს“ ელოდება. ამის შესახებ Sky News-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, ნებისმიერი ასეთი დარტყმა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში განხორციელდება.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს 48-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა - ჰორმუზის სრუტე ხელახლა გახსნას და ვაშინგტონთან მოლაპარაკება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „ჯოჯოხეთის“ წინაშე აღმოჩნდება.