Loading data...
ისრაელი ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანელ ხალხს „საკუთარი უსაფრთხოების მიზნით“ მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ირანში მატარებლით მგზავრობისგან.

„ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, ამ მომენტიდან ირანის დროით 21:00 საათამდე, ირანის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავოთ. მატარებლებში და რკინიგზის ხაზებთან ახლოს თქვენი ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.