Loading data...
ისრაელი განიხილავს „ჰამასის“ პასუხს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ წარდგენილ წინადადებას განიხილავს, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა.

შუამავლები აგრძელებენ მუშაობას შეთანხმებაზე, რომელმაც შეიძლება დაასრულოს თითქმის ცხრათვიანი ბრძოლა ღაზას სექტორში.

„ისრაელი განიხილავს შეთავაზებას და შუამავლებს პასუხს მიაწვდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ისრაელმა 27 მაისს წარადგინა თავისი წინადადება მძევლების გათავისუფლების შესახებ. 31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელის შეთავაზება თითქმის იდენტური იყო „ჰამასის“ მიერ გაკეთებული წინა შეთავაზებისა.

11 ივნისს „ჰამასმა“ წარმადგინა პასუხი ისრაელის წინადადებაზე, რომელიც აშშ-მა ათეულობით შესწორების გამო გააკრიტიკა. მომდევნო კვირებში შუამავლები მუშაობდნენ „ჰამასის“ ზოგიერთი მოთხოვნის მოხსნაზე, რასაც უახლესი წინადადება მოჰყვა.