Loading data...
ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან - თეთრი სახლი

თეთრი სახლის განცხადებით, მოლაპარაკებები, რომლებიც მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, გრძელდება და ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენს მისი გუნდი ენდობა და ისინი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულები არიან.

CIA-ს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი ამჟამად ისრაელში იმყოფება და დღეს ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებების წინსვლის თაობაზე შეხვდა.