ისრაელი 2026 წლის ევროვიზიაში მონაწილეობას მიიღებს
ისრაელი მომდევნო „ევროვიზიაზე“ დაუშვეს, რომელიც 2026 წელს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ევროპის სამაუწყებლო კავშირმა მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ასამბლეის მონაწილეთა უმრავლესობამ წესების შეცვლას მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ კონკურსში ისრაელის მონაწილეობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს. ცვლილებების უმრავლესობა გულისხმობს, რომ „ევროვიზია“ რაც შეიძლება უფრო აპოლიტიკური კონკურსი გახდეს.
2025 წელს შვეიცარიაში გამართულ კონკურსზე ისრაელის მონაწილეობა სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა პროტესტები გამოიწვია. ასე მათ გააპროტესტეს ისრაელის არმიის მოქმედება ღაზას სექტორში.
ევროპის სამაუწყებლო კავშირის გადაწყვეტილების შემდეგ ნიდერლანდების, ირლანდიის, ესპანეთის და სლოვენიის ტელეკომპანიებმა კონკურსში ისრაელის მონაწილეობის გამო „ევროვიზიას“ ბოიკოტი გამოუცხადეს.