Loading data...
ისრაელ კაცი: თეირანს ტორნადომ გადაუარა, ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და ინგრევა, ასე ემხობა დიქტატურები

„თეირანს ტორნადომ გადაუარა“, - წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ზე. 

ირანში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია გრძელდება. 

„თეირანს ტორნადომ გადაუარა. ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და ინგრევა - დაწყებული მაუწყებლობის ორგანოებით და მალე სხვა სამიზნეებით, მოსახლეობა კი მასობრივად გარბის. ასე ემხობა დიქტატურები“, - წერს ისრაელ კაცი.