Loading data...
ისრაელ კაცი - ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი დაიწვება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს ალი ხამენეის აფრთხილებს და ხაზგასმით აღნიშნავს „თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება“.

„ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მცხოვრებლები, დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.

ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.