Loading data...
ისრაელ კაცი: ისრაელი ღაზაში საქმეს ბოლომდე მიიყვანს და პალესტინელთა მიგრაციას ხელს შეუწყობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, მხოლოდ დროის საკითხია, როდის განაახლებს ქვეყანა სრულმასშტაბიან ომს ღაზაში და დაიწყებს იქ მცხოვრები ორი მილიონი პალესტინელის ემიგრაციის წახალისებას.

კაცის თქმით, საომარი მოქმედებების შედეგად ღაზას ტერიტორიის 70 პროცენტი მოსახლეობისგან უკვე დაცლილია. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის ოქტომბერში  გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას „ყველა ისრაელელისთვის უზენაესი მნიშვნელობა ჰქონდა“, რადგან ამან ხელი შეუწყო დარჩენილი მძევლების დაბრუნებას და უზრუნველყო „აშშ-ის ვალდებულება“ „ჰამასის“ განიარაღების თაობაზე.

„ყველას გვესმის, რომ ეს არ მოხდება. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, როგორც კი მიიღებენ მითითებას „ჰამასის“ განადგურების შესახებ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ, რათა ჩვენ მიგრაციის გეგმის განხორციელებაც შევძლოთ“, — აღნიშნა კაცმა.