Loading data...
ისრაელ კაცი: ისრაელი „დაედევნება“ ჰუსიტების ყველა ლიდერს

იემენზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაციმ განაცხადა, რომ ისრაელი „დაედევნება“ ჰუსიტების ყველა ლიდერს.

„ჩვენ დავინახეთ ისრაელის საჰაერო ძალების ზუსტი ქმედება, დაარტყეს სტრატეგიულ სამიზნეებს - აეროპორტსა და პორტს.

როგორც ვთქვით, ვინც ისრაელს დაარტყამს, ჩვენც დავარტყამთ. ჩვენ, ასევე, დავედევნებით ყველა ჰუსიტების ლიდერს, გავანადგურეთ მათ, როგორც სხვაგან გავაკეთეთ“, - აცხადებს ისრაელ კაცი.