Loading data...
ისრაელ კაცი: ისრაელელი სამხედროები მზადყოფნაში არიან „ჰამასის“ შესაძლო თავდასხმების გამო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ სამხედროებს დაავალა, „ღაზაში მზადყოფნა გაზარდონ და 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის მოემზადონ“.

კაცის თქმით, არსებობს „სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ჰამასი“ ამ დღეს ღაზაში ჩვენი ძალების წინააღმდეგ თავდასხმებისა და იერიშების განხორციელებას შეეცდება“.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე უარესი სცენარებისთვის უნდა მოემზადონ და „ნებისმიერი სადაზვერვო ინფორმაციის ან გაფრთხილების შემთხვევაში, რომელიც საფრთხის არსებობაზე მიუთითებს, მის აღსაკვეთად ძალისმიერი მოქმედება უნდა განხორციელდეს, იმ ინტენსიურ ოპერაციებთან ერთად, რომლებიც უკვე მიმდინარეობს“.

კაცის თქმით, თუ ისრაელის სამხედროებს ზიანი მიადგებათ, „ჰამასი და ღაზის მოსახლეობა ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან“.