Loading data...
ისრაელ კაცი: ირანთან ომი „მწვავდება“ და „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი „ესკალაციას“ განიცდის და „გადამწყვეტ ფაზაში შედის, რომელიც იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება“.

„მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია ამის დასრულება გადამწყვეტი ბრძოლით, ტერორისტული რეჟიმის დაცემამდე და ირანის გადარჩენამდე“, - დასძენს ის.

ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირა გავიდა.